რეზონანსი
(17.12.2023)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს, უაზრო და ხატოვანი საუბარია.
„ეს სრული უაზრობაა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის, ასეთი განცხადების მიზანია რუსეთის მიმართ საკუთარი მცდარი პოლიტიკა გაამართლოს", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ეს პოზიცია მცდარია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება, შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



