რეზონანსი
(18.12.2023)

დელავერში, ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ცელი ამ ინციდენტის დროს ადგილობრივი წინასაარჩევნო შტაბიდან გამოდიოდნენ და არ დაშავებულან. მათ სწრაფად დატოვეს შემთხვევის ადგილი.
მომხდარის ყველა დეტალი ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საქმე განზრახ შეჯახებასთან არ გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის დროს ასფალტი წვიმის გამო სველი იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



