
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშს მთავროების წარმომადგენლებთან ერთად დარბაზში სხვადსახვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ - პრემიერმა რამდენიმე საათი ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებზე.
ღარიბაშვილმა სიტყვა მადლობით დაიწყო, სადაც ევროპელ ლიდერებს კანდიდატის სტატუსის მიღებაში წვლილის შეტანისთვის ქართველი ხალხის და ქვეყნის სახელით გადაუხადა.
მადლობა ევროპელ პარტნიორებს
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს.
„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, 27-ვე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. მადლობა! გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს.
„მე ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ, როდესაც, უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე და მე მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ. ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება. და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატების “. - განაცხადა პრემიერმა.
„2012 წელს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება“
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“.
„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო მოლოცვით, კიდევ ერთხელ, ვინაიდან ჩვენმა გუნდმა და მთლიანად ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას - ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
„ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა. ეს ბუნებრივია, არ ყოფილა მარტივი და ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის აღსავსე პერიოდები, ეტაპები გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად, ბევრი განსაცდელები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგს მეგობრებო. მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ და მოვედით დღევანდელობამდე.
„2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები.
„მე ადრეც მითქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“. დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შემდეგ კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან, ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება“, - განაცხადა პრემიერმა.
„ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ხალხსა და ქვეყანას“
"სიამაყით უნდა ითქვას, რომ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წელს მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ომის თავიდან არიდება და 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
"მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს თუ რა რეალობაში მივაღწიეთ აი ამ შედეგს. დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა.
„ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი“,-ამბობს ღარიბაშვილი.
„ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში“
მისივე თქმით, არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და რეგიონზე. ღარიბაშვილი ამბობს, რომ როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, არავინ იცის. მისი თქმით, გამოწვევა სახეზეა და ჩვენმა ხლხმა და ქვეყანამ ეს გამოიარა.
„აგვისტოს ომი იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.
„ახლა, რატომ ვამბობ ამას, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში.
„მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ.
„რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ბიუჯეტი 2012 წელს იყო დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი“
ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 3 წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 30 მილიარდი ლარით.
„მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი, ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3 ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი.
„ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის 1 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან რაც გვქონდა ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე მინდა გითხრათ რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით“, - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკური წინსვლა
მისივე თქმით, 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი, წელს უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და აღნიშნულმა რეფორმამ ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რეალურად ამოისუნთქა.
"ბოლო 11 წელიწადში, საშუალოდ, წლიურად, დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას," – ამბობს პრემიერი
მთავრობის მეთაურის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს, 2012 წელთან შედარებით, მინიმუმ გაორმაგებულია. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ფერმერებისა და მოქალაქეებისთვის.
"შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი.
"ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს,"-თქვა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



