რეზონანსი
(19.12.2023)

დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში. დაღუპულია 120-ზე მეტი მოქალაქე, დაშავებულების რაოდენობა კი 400-ს სცდება, არიან დაკარგულებიც. იყო ნგრევა, დაზიანებულია ათასობით შენობა.

ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.

სტიქიის ეპიცენტრი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში განსუსა და ცინხაიშის პროვინციებში იყო.

სტიქიის ზონაში საყოველთაო მობილიზებაა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველებს დაკარგული ადამიანების მოსაძებნად -13 გრადუსიან ყინვაში უწევთ მუშაობა.

რეგიონის ზოგიერთ ნაწილში, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიწოდება შეფერხებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე