რეზონანსი
(19.12.2023)

"ფოტო გრაფიკოსს გაეპარა" - ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
თეკლა ჩიჩუა ამბობს, რომ სლაიდზე რუსეთის რუკის შეტანა, მისი და გრაფიკოსის შეცდომა იყო.
თავად ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ბათუმის მერმა საქართველოს სტატუსის მიღება რუსული რუკით მიულოცა - არჩილ ჩიქოვანი ბათუმის საკრებულოში სიტყვით ამ წუთებში გამოდის. ეკრანზე კი ჩანს რუსეთის რუკა, რომელსაც ევროკავშირის დროშა გადაადეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



