რეზონანსი
(20.12.2023)

ხაშურში მიუსაფარმა ძაღლმა ორი ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინო ძინძიბაძე ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.
“დღეს ხაშურში ბაზრის ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაგლიჯა ქუჩის ძაღლმა. პირველადი დახმარება დასჭირდა ერთს. მეორეც დაშავებულია”, – წერს ნინო ძინძიბაძე.
როგორც ცნობილია, ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისმა სპეციალისტებმა მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ჭრილობები დაუმუშავდათ და თავს კარგად გრძნობენ.
წყარო: მოზაიკა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



