რეზონანსი
(20.12.2023)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უკრაინას და მოლდოვას შარშან ივნისში მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და წელიწად-ნახევარში გახსნეს მოლაპარაკებები. საქართველოს შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, უფრო მალე გაიხსნება მოლაპარაკებები.
„რა ინფორმაციაც გვაქვს უშუალოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, დეკემბერში იგეგმება ამ საკითხის განხილვა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დონეზე. ანუ, სტატუსის მინიჭებიდან ერთ წელიწადში, საუბარია მომავალი წლის დეკემბერზე. ერთ წელიწადში უკვე უნდა გადაწყდეს. დაწყებულია მუშაობა და იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში მოლაპარაკებები გაიხსნება“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



