რეზონანსი
(20.12.2023)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ამასთან, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხახულის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკა BMS -ში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე