რეზონანსი
(21.12.2023)

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც შეჯახების შემდეგ ამობრუნდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



