რეზონანსი
(21.12.2023)

ჩეხეთის დედაქალაქში, ძველ ქალაქთან ახლოს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლას მსხვერპლი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები შემთხვევის ადგილიდან.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ელფოსტით გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ ურჩევენ, თუ შენობაში არიან, არსად წავიდნენ, ჩაკეტონ კარი, განათავსონ ავეჯი კართან და გამორთონ განათება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



