რეზონანსი
(22.12.2023)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხსა და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე