რეზონანსი
(22.12.2023)

პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის აზრით, ე.წ. სუპერ-პაკში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, დასამარება იქნება.

„სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს. ეჭვი მეპარება, რომ მისი ეს იდეა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს მოწონებული, რადგან ეს ამ პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური დასამარება იქნება“, - აღნიშნა წილოსანმა.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე