რეზონანსი
(22.12.2023)

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო.
,,ვუსამძიმრებთ არამხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს პრაღაში, არამედ მთელ ჩეხ ხალხს - თანამოქალაქეების დაღუპვის გამო. ახსნა არ აქვს იმას, რაც მოხდა, ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ყოველთვის გვემახსოვრება ეს ტრაგიკული ამბავი“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
21 დეკემბერს, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, რასაც 15 ადამიანი შეეწირა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



