რეზონანსი
(24.12.2023)

შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე