რეზონანსი
(25.12.2023)

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ისრაელის მხრიდან ალ-მაგაზის ბანაკზე საჰაერო შეტევას 70 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დაჯგუფების მებრძოლები სწორედ მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში არიან განლაგებულები.
პარალელურად, ისრაელის არმიამ ანკლავის სანაპირო ზოლში, ჰამასის ობიექტებზე განახორციელა თავდასხმები. როგორც ისრაელი იუწყება, ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია კიდევ უფრო ფართოვდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



