რეზონანსი
(25.12.2023)

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 მსჯავრდებული ქალია.

"საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე