რეზონანსი
(25.12.2023)

ცენტრალურ ნიგერიაში შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიგერიის პლატოს შტატის ადგილობრივი ხელისუფლების მეთაური, მანდეი კასა ავრცელებს.

„113 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. საომარი მოქმედებები, რომელიც შაბათს დაიწყო, ორშაბათს დილამდე გაგრძელდა", - განაცხადა კასამ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაჯგუფებებმა კოორდინირებული თავდასხმები 20 სხვადასხვა დასახლებაში განახორციელეს.

„ჩვენ 300-ზე მეტი დაჭრილი ვიპოვეთ, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს", - აღნიშნა მანდეი კასამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე