რეზონანსი
(26.12.2023)

საფრანგეთის პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა, რომ შობის დღეს პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქ მეოსში მოხდა, დაახლოებით 40 კილომეტრში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია.

საინფორმაციო ვებსაიტის Actu17-ის ცნობით, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია, პოლიცია ეძებს 33 წლის მამას, რომელიც "გაქცეულია".

პოლიცია ჯერ არ აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზს ან მსხვერპლთა ასაკს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე