სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - მაგისტრალზე ტრაილერი ამოტრიალდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
რეზონანსი
(26.12.2023)

სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალზე ტრაილერების და ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.
მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. ტრაილერის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მომხდარმა საცობი გამოიწვია. მოქალაქეების თქმით, კილომეტრიანი რიგები ჩუმათელეფიდან იწყება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



