რეზონანსი
(27.12.2023)

ხაშურის საავადმყოფოში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. როგორც მათ წყარო უყვება, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
"გოგონამ ბავშვი გუშინ, ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილისში გადაიყვანეს", - უთხრეს გამოცემას.
გამოცემის ინფორმაციით, გოგო არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდანაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



