რეზონანსი
(27.12.2023)

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შემაძრწუნებელია და რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებაა, - წერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია X-ზე.
„საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაიზარდოს რუსეთზე, რომ ის წავიდეს. ოკუპაცია დასრულდება. საქართველოს მიწები არასოდეს გახდება რუსული“, - აღნიშნავს ბერაია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



