რეზონანსი
(27.12.2023)

ლოიალობა, სიმპათია ერთმანეთის მიმართ ადრეც არაერთხელ იყო დადასტურებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ნიკა მელიასთან თანამშრომლობის შესახებ.

„არის კიდევ ერთი საკითხი, თუ მელიას კეზერაშვილის ფინანსებზე ხელი არ მიწვდება, ახლა ამ დუეტის ფინანსებს გარკვეულწილად გამოიყენებს“, - აცხადებს ვოლსკი.

„ლელოს" თავმჯდომარემ ნიკა მელიასთან თანამშრომლობა დააანონსა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე