რეზონანსი
(28.12.2023)

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო მონაწილეობდა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე