რეზონანსი
(28.12.2023)

სემეკის სხდომაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი განიხილეს. სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რეგიონებში "ეპ ჯორჯია მიწოდებას" აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება, შესაბამისად, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.

შესაბამისად, მათთვის ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 17.7 თეთრიდან 14.7 თეთრამდე მცირდება, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.7 თეთრიდან 18.7 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.2 თეთრიდან 23.2 თეთრამდე შემცირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე