რეზონანსი
(28.12.2023)

ძლიერმა ქარმა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახლებს სახურავები ნაწილობრივ ან მთლიანად გადახადა.

არსებული ინფორმაციით, თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინა სახურავის გარეშეა დარჩენილი. ასევე, ძლიერი ქარის შედეგად სოფელ ყარაჯალის სკოლისა და საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.

რაც შეეხება მოგლეჯილი მრავალწლიანი ხეებისგან ჩახერგილ გზებს, სამაშველო და ადგილობრივი მერიების შესაბამისი სამსახურების მიერ საავტომობილო მაგისტრალებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე