რეზონანსი
(29.12.2023)

დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!", - წერს კალაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



