რეზონანსი
(30.12.2023)

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი იყო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დამხმარების ბრიგადაა მობილიზებული. სამართალდამცავებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულმა ოჯახმა ხანძრის დროს, ტერიტორიის დროულად დატოვება შეძლეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



