რეზონანსი
(31.12.2023)

თურქეთში, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს. რეიდები ქვეყნის 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, ბურსაში, დიარ-ბაქირსა და გაზიან-ტეპში.
ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილები სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ცოტა ხნით ადრე, თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირის დაკავების შესახებაც განაცხადა, რომლებიც ხელისუფლების თქმით, ერაყის საელჩოზე გეგმავდნენ თავდასხმას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



