რეზონანსი
(31.12.2023)

მარნეულთან ახლოს (მარნეული-თბილისის გზაზე) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი - მას ფეხი აქვს მოტეხილი. ავტომობილის მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ადგილზე სასწრაფო დახმარება და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე