რეზონანსი
(01.01.2024)

პირველ იანვარს, იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ გაანადგურა შენობები, შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა. ხანძარი გაჩნდა ვაჯიმაში, იშიკავას პრეფექტურა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა.

მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რასაც მოსალოდნელია, რომ მოჰყვება უფრო დიდი ტალღები.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) მიწისძვრის ფონზე იშიკავას, ნიიგატას და ტოიამას სანაპირო პრეფექტურებზე ცუნამის გაფრთხილება გამოსცა. მსგავსი გაფრთხილება პირველია 2011 წლის 9.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. რუსეთმა ასევე გამოსცა ცუნამის გაფრთხილება მის შორეულ აღმოსავლეთის ქალაქებში ვლადივოსტოკსა და ნახოდკაში.

ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მსხვერპლის და ზარალის შესახებ ცნობები ზუსტდება.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით დან­გრე­უ­ლია შე­ნო­ბე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო იში­კა­ვა­ში გე­ნე­რა­ტო­რებ­ზე მუ­შა­ობს, რად­გან მი­წისძვრის შე­დე­გად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­წყვე­ტი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა. 36 ათას­ზე მეტი აბო­ნენ­ტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს ინ­ტერ­ნე­ტი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე