რეზონანსი
(03.01.2024)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის სულისკვეთების გატეხვა შეუძლებელია.
"მათ, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ჭეშმარიტ განზრახვას ცხადყოფს. თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სულისკვეთების გატეხვა შეუძლებელია. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



