რეზონანსი
(04.01.2024)

ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა და მდინარეში გადავარდა. მძღოლი გარდაიცვალა.
სატვირთო მანქანა დატვირთული იყო დაფებით. თვითმხილველების თქმით, მძღოლი კაბინაში გაჭედვის გამო გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
წყარო: jnews.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



