რეზონანსი
(04.01.2024)

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, რაც გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

მხარეები უკვე ახლოს არიან შეთანხმების გაფორმებასთან და წარმატების შემთხვევაში, ირანის რაკეტები შესაძლოა რუსეთში ამ გაზაფხულზე ჩავიდეს - ინფორმაციას WSJ ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვმა ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა, როდესაც რუსეთის დელეგაცია ირანულ საწვრთნელ ბაზას ეწვია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება უკვე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე