რეზონანსი
(04.01.2024)

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული მასიური თავდასხმების გამო, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას იწვევს. იენს სტოლტენბერგმა სხდომა 10 იანვარს ჩანიშნა. ნატოს სპიკერის, დილან უაიტის ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება.

რუსეთის მასიური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინამ ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა სთხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე