რეზონანსი
(04.01.2024)

„დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობისას იტალიისთვის აფრიკა და ხელოვნური ინტელექტი მთავარი საკითხები იქნება , - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

„შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენით ძალიან შეშფოთებული ვარ. დღეს, ჩვენ რევოლუციის წინაშე ვდგავართ, სადაც ადამიანის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საშიშროება არსებობს", - განაცხადა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აფრიკის განვითარების მხარდაჭერა „დიდი შვიდეულის" მთავარი საკითხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ „დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობა იაპონიისგან 1-ელ იანვარს გადაიბარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე