რეზონანსი
(05.01.2024)

7 ოქტომბრიდან „ჰამასის" ტყვეობაში 25 ისრაელელი მძევალი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა CNN-ს მიაწოდა.

ამის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს სჯერა, რომ გასული წლის „ჰამასის" თავდასხმის შედეგად აყვანილი 107 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამასთან, ისრაელის ოთხი მოქალაქე ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე იმყოფებოდა „ჰამასის" მძევლობაში - ორი ცოცხალია და ორი გარდაცვლილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელის „მძევალთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ფორუმმა" ღაზას სექტორში მყოფი კიდევ ერთი მძევლის - 38 წლის ტამირ ადარის - გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე