რეზონანსი
(05.01.2024)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ ეს ვიზიტი ბლინკენის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შედგა - სწორედ თურქეთიდან დაიწყო მან აღნიშნული ტურნე.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი სტამბოლში შეხვედრებს შაბათს, 6 იანვარს გამართავს. მოსალოდნელია, რომ შეხვედრა მასსა და თურქეთის პრეზიდენტს შორისაც შედგება.

თურქეთის შემდეგ კი ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე