რეზონანსი
(05.01.2024)

"ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს", - ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი და "ბევრ რამეში გადამწყვეტი" დროა.

"მადლობა ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც სახელმწიფოს ეხმარება, უფრო ძლიერი გახდეს, ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

აქვე, მან გერმანიას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე