რეზონანსი
(06.01.2024)

ემუქრება თუ არა საქართველოს, სეზონურ ვირუსებთან ერთად, COVID-19-ის გამომწვევი ახალი შტამი? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და ინიექციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მსოფლიოს ახალი თავსატეხი ომიკრონის ახალმა ქვე-შტამმა - JN.1-მა - გაუჩინა, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის ეს შტამი სწრაფად ვრცელდება. დაფიქსირდა თუ არა საქართველოში JN.1 საქართველოში, უცნობია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა კი გუშინ განაცხადა, რომ COVID-19 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე