რეზონანსი
(06.01.2024)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი - საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს.
მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



