რეზონანსი
(07.01.2024)

ბათუმში, 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში სარდაფში ნახეს.

“დედას უთრა ტაქსს გამოვიძახებ და მოვდივარ სახლშიო, მოგვიანებით კი ასეთ მდგომარეობაში ვნახეთ, სარდაფში ჩაგდებული,” – ამბობს ოჯახის ახლობელი “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.

კლინიკა ბაუ-ში ამბობენ, რომ ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ექიმების თქმით, მას სხეულზე გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ახალგაზრდა კაცი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.

"აჭარა თაიმსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე