რეზონანსი
(08.01.2024)

რა უნდა თურქულ გემებს ოკუპირებულ აფხაზეთში? - ადგილობრივები გუდაუთის სანაპიროდან ავრცელებენ კადრებს, სადაც ავტორების თქმით, უკონტროლო თევზჭერის პროცესიაა ასახული. 

კადრები 7 იანვრით არის დათარიღებული. არ ვიცით, საქართველოს მთავრობამ  გასცა თუ არა სპეც ნებართვა.  თუ თურქული კომპანიები შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოს თანხმობის გარეშე გადაადგილდებიან, ეს ოკუპაციის კანონის დარღვევაა. 

აღსანიშნავია, რომ მეზობელი თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ ჩნდება კითხვა - რაა უნდათ თურქულ გემებს გუდაუთის სანაპიროსთან.

ოფიციალური თბილისს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე