რეზონანსი
(08.01.2024)

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, კაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. 44 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. უბედური შემთხვევა შობას მოხდა.
გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მძღოლი დაკავებულია.
უბედური შემთხვევა შობის დღესასწაულზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



