რეზონანსი
(09.01.2024)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელს აქვს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის სრული უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე