
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისში მოკლული ქალის 27 წლის ქეთევან ედიბერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალი მუზეუმის თანამშრომელი იყო.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოხატავს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლის, ქეთევან ედიბერიძის ქალზე ძალადობის დანაშაულის შედეგად გარდაცვალების გამო.
ქეთევან ედიბერიძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2016 წლიდან მუშაობდა და სამუზეუმო ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტში მსახურობდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი უსამძიმრებს გარდაცვლილის მშობლებს, ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და კოლეგებს“, - წერია განცხადების ტექსტში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



