რეზონანსი
(10.01.2024)

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, მიწის ჩამოწოლილი მასა "ძალიან მცირე ოდენობისაა" და გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდა.
დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



