რეზონანსი
(11.01.2024)

„გირჩის“ წევრი ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში, მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე. თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.
პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა“, - დაწერა ბადრი გრიგალაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



