რეზონანსი
(11.01.2024)

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.
აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.
სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



