რეზონანსი
(11.01.2024)

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.

როგორც „ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ინტერპრესნიუსი" თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე