რეზონანსი
(11.01.2024)

დიზაინერი ზალიკო ბერგერი კლინიკაში მოხვდა, ის ინსტაგრამის სთორიზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მისი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

როგორც დიზაინერი ამბობს კუჭი გაუსკდა და ჯამარაულის კლინიკაში მკურნალობს. ძველ ახალ წელსაც სავადმყოფოში მოუწევს შეხვედრა. ბერგერი მადლობას უხდის ახლობლებს მოკითხვისა და გამხნევებისთვის.

„რაც მთავარია გადავრჩით და ვიცოცხლებთ... ყველანი გაესინჯეთ, რომ თქვენც არ მოხვდეთ მსგავს სიტუაციაში" - ამბობს დიზაინერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე